15:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 11:56:24, 1637 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღობის  ჩადენაში ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ სცნო და ბრალდებულს 8  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

„ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 მაისს, 09:25 საათიდან09:40 საათამდე დროის შუალედში,  ზ.თ.  ქ. რუსთავში ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე  შპს"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო"-ს რუსთავის ფილიალში  მივიდა და თანამშრომლების მიმართ იარაღისდემონსტრირებით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა "მიკროსაფინანსო ორგანიზაციალენდო"-ს კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას  - 28 710  ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზ.თ. 2017 წლის 29 მაისს ქ.რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლისკოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებისმიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ზ.თ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ დაზომად 8  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics