|
2018-03-07 22:44:32, 18266 ნახვა
სპეციალური ანონსი
8 მარტის ანონსი
09:00 საათზე, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევით ცენტრების მეცნიერების, სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 10:00 საათზე, საქართველოში შვედეთის საელჩოს, ქართული ვიკიპედიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მსოფლიოს 50 ქვეყნის პარალელურად, ვიკიპედიის მომავალი ქალი რედაქტორებისთვის თბილისში სპეციალური ვორკშოპი (ედიტათონი) გაიმართება. 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიხსნება. 12:00 საათზე, თბილისის მერიის, პარასპორტის განვითარების ცენტრისა და თბილისის ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდება ტურნირები პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში - მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში და მშვილდოსნობაში. ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მასპინძლობს გამოფენას - „ქალები პოლიტიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) გამოცდილება". 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას" ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)