|
2018-03-06 17:15:17, 1201 ნახვა
რეგიონი
„არ გადასცეთ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს!“ - ანტიქართული აქცია ცხინვალში
ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობამ ანტიქართული აქცია გამართა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე 400-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ადგილზე კონფლიქტების დროს დაღუპული ოჯახის წევრების სურათები მიიტანეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდეს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს არ გადასცეს. "რატომ ატეხა საქართველომ აურზაური მათი ერთი მოქალაქის გარდაცვალების გამო, მაშინ როდესაც ჩვენ ასობით მოკლული გვყავს მათი ხელით. არ უნდა გადავცეთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს, სანამ ისინი არ დაგვიბრუნებენ ჩვენს დაკარგულ ბიჭებს", - განაცხადეს აქციაზე. მედიის ცნობით, აქციაში უმეტესწილად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მათ ადგილზე ანტიქართული ტრანსპარანტები ჰქონდათ მიტანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)