|
2018-03-06 11:02:05, 630 ნახვა
რეგიონი
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დაამტკიცებს
საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დაამტკიცებს. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში ბაკურიანში მიმდინარე უსისტემო მშენებლობამ გამოიწვია, როგორც გარეგნული იერსახის დაზიანება, ასევე ტყის ფონდის განადგურება. კვირიკაშვილის შეფასებით, ამ კუთხით რეგულაციების გამკაცრება მნიშვნელოვანია: ,,სივრცითი განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ჩვენი სამთავრობო გეგმის და დღეს ვამტკიცებთ ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას. წლების განმავლობაში ბაკურიანში მიმდინარე უსისტემო მშენებლობამ გამოიწვია, როგორც გარეგნული იერსახის დაზიანება, ასევე ტყის ფონდის განადგურება და სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, ჩვენ დღეს ვაწესებთ ძალიან მკაცრ რეგულაციებს. ამ რეგულაციების საშუალებით ბაკურიანი უნდა გადაიქცეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამთო კურორტად. ოთხი სეზონის კურორტად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმა ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ამ უმნიშვნელოვანესი კურორტის განვითარებისთვის“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)