|
2018-03-05 14:14:22, 2622 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პარლამენტში მანდატების უმეტესობა ნაციონალისტებმა და ევროსკეპტიკოსებმა მიიღეს
წინასწარი მონაცემებით, იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი პოპულისტურმა მოძრაობამ "ხუთი ვარსკვლავი" მიიღო. მოძრაობას ხმა ამომრჩევლების 31.6%-მა მისცა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მეორე ადგილს ნაციონალისტური "ჩრდილოეთის ლიგა" იკავებს. მას ამომრჩევლების 18.2%-მა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის პარტიას "იტალია წინ" ამომრჩევლების 13.8%-მა მისცა ხმა. ცნობისთვის, "ლიგა" და ბერლუსკონის პარტია კოალიციის სახით მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში აღნიშნულმა კოალიციამ 268 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, თუმცა უმრავლესობისთვის 316 მანდატის მიღებაა საჭირო. მედიის ცნობით, მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ დეპუტატთა პალატაში ხმათა 17%-ზე ნაკლები, ხოლო სენატში - 14% მიიღო. იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის პარტიამ 120 მანდატი მიიღო. აღსანიშნავია, რომ პერლუსკონის მიერ მართლი კოალიცია ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდის და ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მქონეა. იტალიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, საფრანგეთის "ნაციონალური ფრონტს" ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მარინ ლე პენი უკვე გამოეხმაურა: "ევროკავშირს ძალიან ცუდი საღამო ექნება", - წერს ლე პენი. BBC წერს, რომ საბოლოო შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)