19:46 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-04 11:32:19, 2748 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი 18 მარტს საერთო უკრაინულ მარშს აანონსებს

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს 18 მარტს საერთო უკრაინულ მარშზე გამოსვლისკენ მოუწოდა. 

სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს, არსენ ავაკოვის და იური ლუცენკოს გადადგომას და არჩევენების დაუყოვნებლივ გამართვას მოითხოვს. 

"გთავაზობთ, 18-ში, ჩავატაროთ საერთოუკრაინული სამშვიდობო მარში და მოვითხოვოთ პოროშენკოს, ავაკოვის და ლუცენკოს გათავისუფლება, და დაუყოვნებლივი არჩევნების ჩატარება. ჩვენ გვექნება 2 კვირა კარგად მომზადებისთვის", - დაწერა სააკაშვილმა  „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გუშინ, უკრაინის უმაღლეს რადასთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირბის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დააკავე. სამართალდამცველები ე.წ. კარვების ქალაქში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ, თუმცა მომიტინგეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. მოგვიანებით მათ მაინც შეძლეს კარვებში ჩხრეკის ჩატარება და Ф-1-ს და РГД-5-ის ტიპის 10 ხელყუმბარა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღეს. 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics