|
2018-03-04 11:27:45, 2689 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში საპარლამეტო არჩევნები ტარდება
დღეს იტალიაში საპარლამეტო არჩევნები ტარდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 07:00-დან 23:00-მდე შეეძლებათ. 4 მარტის არჩევნები იტალიაში წინა არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ ის ახალი, Rosatellum-ის სახელით ცნობილი სისტემის მიხედვით გაიმართება. იტალიის არჩევნებში რამდენიმე პარტია და 10-მდე საარჩევნო კოალიცია მიიღებს მონაწილეობას. ყველაზე მეტი მანდატის მოპოვებას კი Forza Italy-ს, ქვეყნის ოთხგზის პრემიერმინისტრის - სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკურ გაერთიანებას უწინასწარმეტყველებენ. არჩევნებში მონაწილეობს მატეო რენცის დემოკრატიული პარტიაც. პოლიტიკური ბლოკის სიიდან იყრის კენჭს მოქმედი პრემიერმინისტრი პაოლო ჯენტილონიც. პარტია ან კოალიცია რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს განსაზღვრავს იტალიის საშინაო პოლიტიკას და საგარეო კურსს რაც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იტალიაზე, არამედ ევროკავშირის და ნატოს პოლიტიკაზე ევროპაში და რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)