|
2018-03-03 16:37:26, 2911 ნახვა
მსოფლიო
რადას დეპუტატი - კიევში, ე.წ. კარვების ქალაქის დემონტაჟის დროს, სააკაშვილის „სამეფო ტახტი“ იპოვეს
კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან გაშლილი ე.წ. კარვების ქალაქის დემონტაჟის დროს სამართალდამცველებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „სამეფო ტახტი“ იპოვეს, - ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი ანტონ გერაშენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს. როგორც გერაშენკომ აღნიშნა, "ტახტი" ერთ-ერთი ტელესერიალის ატრიბუტიკას ჰგავს. "უკრაინის პარლამენტთან ერთ-ერთ კარავში ნაპოვნია მიხეილ სააკაშვილის ტახტი, რომელიც ტელესერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ გამოყენებული ტახტის მიბაძვით არის გაკეთებული", - წერს ანტონ გერაშენკო. გარდა ამისა, დეპუტატი იმ საბრძოლო მასალების ფოტოებსაც აქვეყნებს, რაც პოლიციამ კარვებში იპოვა. სეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის უმაღლეს რადასთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირბის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დღეს სამართალდამცველები ე.წ. კარვების ქალაქში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ, თუმცა მომიტინგეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. მოგვიანებით მათ მაინც შეძლეს კარვებში ჩხრეკის ჩატარება და Ф-1-ს და РГД-5-ის ტიპის 10 ხელყუმბარა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)