|
2018-03-02 21:42:01, 3970 ნახვა
სპეციალური ანონსი
3 მარტის ანონსი
11:00 საათზე, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი და საკრებულოს წარმომადგენლები, დედაქალაქის მასშტაბით საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნების, მონიშნვების და შუქნიშნების) მდგომარეობის შესწავლის და შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, მონიტორინგის განხორციელებას დაიწყებენ. მის.: შარტავას ქ. #7, თბილისის მერიის ავტოსადგომიდან 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამართავს პრესკონფერენციას, სადაც გაასაჯაროებს კვლევას - „ხელისუფლების “პიარისთვის” საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია“. 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით, პროექტის ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან'' ფარგლებში, გაიმართება ღონისძიება - “ქალები თბილისის ისტორიაში”. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან. 12:00 საათზე, ზესტაფონში, ქალთა კვირის ფარგლებში მოეწყობა მსვლელობა - საქართველოში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად. მსვლელობა ზესტაფონის ცენტრში დაიწყება. 13:00 საათზე, ვერაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ადგილობრივები აქციას გამართავენ. 13:00 საათზე, თბილისი მერიოტში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამართავს სამუშაო შეხვედრას მართლმსაჯულების საკითხებს. 14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)