19:47 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 17:14:54, 2525 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის პროკურატურაში ბენიამინ ნეთანიაჰუ დაკითხეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პროკურატურაში დაკითხეს.

Telegraph -ის ინფორმაციით, ისრაელის პროკურატურა ნეთანიაჰუს ქრთამის აღების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ორ ეპიზოდზე ედავება.

პირველი საქმე ბიზნესმენებისგან ქრთამის სახით საჩუქრად ძვირადღირებული სიგარებისა და ღვინის მიღებას ეხება. გამოძიების ცნობით, პრემიერმა აღნიშნული ძვირადღირებული საჩუქრების სანაცვლოდ ბიზნესმენებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.

მეორე საქმეს რაც შეეხება, პროკურატურის მტკიცებით, რამდენიმე წლის წინ პრემიერმა ნეთანიაჰუმ გამოცემა Yediot Aharonot-თან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა, რომლის მთავარი მიზანი მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალ-გაზეთებისთვის კონკურენციის გაწევა და მთავრობის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება იყო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 11 წელია უკავია, ორივე ბრალდებას უარყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics