|
2018-03-02 16:53:15, 2559 ნახვა
მსოფლიო
ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა
ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში მდებარე საფრანგეთის საელჩოზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ Express.co იუწყება. მედია საშუალების ინფორრმაციით, საელჩოს შენობაზე თავდასხმა ხუთმა შეიარაღებულმა მამაკაცმა განახორციელდა. თავდამსხმელებმა შენობას ცეცხლი გაუხსნეს. გარდა ამისა, მედიის ცნობით, თავდასხმა ასევე ფრანგული ენის ინსტიტუტის შენობებზეც განხორციელდა. „მიმდინარეობს თავდასხმა საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ენის ინსტიტუტის შენობებზე. გთხოვთ დარჩეთ თქვენს ადგილებზე“, - ნათქვამია ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს Facebook-გვერდზე. თვითმხილველების თქმით, სროლის გარდა მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმაც ისმოდა, რის შემდეგაც მათ კვამლი დაინახეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. უაგადუგუს მერის განცხადებით, თავდასხმა ჯიჰადისტებმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)