19:47 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 12:34:46, 2260 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში, სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში, სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. 

Torgauer Zeitung-ის ინფორმაციით, გვიან ღამით პოლიციაში ძარცხვის შესახებ ინფორმაცია შევიდა.

გერმანელმა სამართალდამცავებმა ქალაქ მოკრენას ერთ-ერთ მაგისტრალზე მოპარული ავტომობილი იპოვეს. მანქანაში სამი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა.

„პოლიციის გამოჩენისთანავე მათ მიმალვა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. დაკავებულების ასაკი 29-დან 35 წლამდეა. გამოძიებით დადგინდა რომ სამივე მათგანს ბოლო თვეებში მომხდარ ძარცვასთან  კავშირი ჰქონდათ“, - წერს გამოცემა.

ბინის ჩხრეკისას, მეოთხე პირიც, ასევე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც გერმანული მედიის ინფორმაციით, ქურდობასა და ძარცვაში მონაწილეობდა.

კრიმინალისტებმა ბინიდან სხვადასხვა დროს  ნაძარცვი ნივთები ამოიღეს. საქართველოს ოთხივე მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics