20:34 - 27 May, 2026
|
2018-03-02 11:52:27, 2241 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს
სომხეთის პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა უკვე დაიწყო. პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი არმენ სარქისიანია, რომლის კანდიდატურაც მმართველმა კოალიციამ წარადგინა. დეპუტატები ქვეყნის რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევენ და ეს არის სომხეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ პარლამენტი ირჩევს. სარქისიანს გუშინ პარლამენტში მოუსმინეს, მან სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ის კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს და ეცდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს. ხმის მიცემის პროცედურა დახურულია. შედეგები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)