|
2018-03-02 11:07:49, 2151 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი თანამდებობაზე დაბრუნებისთვის აღარ იბრძოლებს
კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი თანამდებობაზე დაბრუნებისთვის აღარ იბრძოლებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. პუჩდემონი თავის კანდიდატურას დაპატიმრებული პოლიტიკოსის, ჟორდი სანჩესის სასარგებლოდ ხსნის. „ჟორდი ჩემზე მეტად წარმოადგენს კოალიციის ღირებულებებს. ის მშვიდობიანი ადამიანია და უსამართლო პატიმრობაშია“, - ამბობს პუჩდემონი ვიდეომიმართვაში. პუჩდემონის თქმით, ის უახლოეს დღეებში “საზეიმო შეკრებაზე“ თავს მოუყრის კატალონიის პარლამენტის წევრებს, „რათა ახალი ეტაპი დაიწყოს და ჩამოაყალიბებს რესპუბლიკის საბჭოს, რომელიც ქვეყანას რეალურ დამოუკიდებლობამდე მიიყვანს“. ჟორდი სანჩესი ორგანიზაცია „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ყოფილი ხელმძღვანელია. ის პუიჩდემონის კოალიციის სიის მეორე ნომერი იყო გასული წლის 21 დეკემბრის არჩევნებზე. ესპანეთის მთავრობა მას აჯანყების ორგანიზებაში, სახელმწიფო სახსრების უკანონო მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)