20:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 18:14:48, 2611 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ახალი ბირთვული იარაღი წარადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაზე საზოგადოებას  ახალი ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები წარუდგინა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ახალი იარაღი აშშ-ის ქმედებების საპასუხოდ შეიქმნა, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას აფართოებს. მისი თქმით, ახალი რუსული იარაღი ნატოს გაფართოებას აზრს უკარგავს.  

გარდა ამისა, პუტინმა ფედერალურ სხდომას ბალისტიკური რაკეტა "სარმატის" 3D-ვიდეო წარუდგინა, რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემით არის აღჭურვილი.

„ ასეთი იარაღის ფლობა, დიდ უპირატესობას გვაძლევს მსოფლიოში. მისი  შესაძლებლობები შეუზღუდავია.  როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ მისი სიჩქარე ანტისარაკეტო სისტემისთვის დაუძლეველია. დიახ, მეგობრებო დღეს რუსეთს ასეთი იარაღი აქვს“,- განაცხადა პუტინმა.

"სარმატის" სარაკეტო კომპლექსი, მძიმე ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტით, სამხედრო შეიარაღების სიაში ჯერ არ შეუტანიათ. მან სარაკეტო კომპლექსი "ვოივოდა" უნდა შეცვალოს, როგორც ბირთვული იარაღის მიწოდების ძირითადი საშუალება რუსეთში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics