07:03 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 20:46:15, 1080 ნახვა

რეგიონი
ნიკა მელიასა და ბორჯომის საკრებულოში მყოფ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბორჯომის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელია საკრებულოში მივიდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მას შენობის დატოვება მოსთხოვეს და მისი პარტიის მმართველობის პერიოდი შეახსენეს.

„ის რაც დღეს, ხდება და არავინ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდება, რამდენი საათი გაგრძელდება ბორჯომის საკრებულოში, უკვე ალბათ "ქართული ოცნების" ნებისმიერი მხარდამჭერისთვისაც უნდა იყოს ნათლად გასაგები, რომ ეს ხელისუფლება, არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობისა და აგრესიის პერსონიფიკაცია. რა მოხდა დღეს, ძალიან მოკლედ მინდა ავხსნა. დღის 12 საათიდან, "ქართული ოცნების" 700-მდე აქტივისტს, მათ შორის ზონდერებს, ჰყავთ გამომწყვდეული დეპუტატები ბორჯომის საკრებულოში, ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებსაც აქვთ საკრებულოში უმრავლესობა. უკვე 9 საათის განმავლობაში ისინი არიან გამოკეტილნი“, - განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ცნობისთვის, ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ისევ ვერ დამტკიცდა, რის გამოც საკრებულოში მთელი დღის განმავლობაში ხმაური და დაპირისპირება იყო.  მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს, მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics