01:36 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 12:41:37, 1284 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ ახალი სპეც-ტექნიკა შეისყიდა

თავდაცვის სამინისტრომ ახალი სპეც-ტექნიკა შეისყიდა. სპეც-ტექნიკის პრეზენტაცია ლოგისტიკური სარდლობის ბაზაზე გაიმართა. 

თავდაცვის სამინისტრომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური წყალმზიდები, ავტობუსები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები „ამბულანსები“ და მიკროავტობუსები შეიძინა. 

ახალი სპეც-ტექნიკა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ლოგისტიკური სარდლობის ბაზაზე დაათვალიერა. 

მინისტრის მოადგილეს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ ტექნიკის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

ტექნიკა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებსა და თავდაცვის სამინისტროს, საჭიროებებიდან გამომდინარე, მოემსახურება.

თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი ლოგისტიკის წლად გამოაცხადა. 

რეფორმის მიზანი შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეცენტრალიზება, ავტონომიურობა, მობილურობა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვისა და კონტროლის გამარტივებაა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics