15:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 19:00:37, 2141 ნახვა

ეკონომიკა
ჰანს ტიმერი: საქართველო ინოვაციების მიმართულებით სწრაფად ვითარდება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის მისიასთან, რომელსაც ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. 

მისიამ ოთხი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა მთავრობის, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და მათთან blockchain-ის ტექნოლოგიების არსებულ ვითარებასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა.

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოში blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარების ხარისხი. 

მისი თქმით, საქართველო ინოვაციების მიმართულებით სწრაფად ვითარდება  და მას დიდი პოტენციალი აქვს.

ჰანს ტიმერი ასევე დაინტერესდა საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვითა და სამომავლო გეგმებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და მსოფლიოს ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics