|
2018-02-22 19:53:56, 2713 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების საკითხს 26 თებერვალს განიხილავს
რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების საკითხს ევროკავშირი 26 თებერვალს განიხილავს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი' ევროკავშირის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. "სანქციების გახანგრძლივების საკითხის განხილვა დღის წესრიგით არის გათვალისწინებული", - განაცხადა მაღალჩინოსანმა. მანამდე სხვადასხვა მედია საშუალებები წერდნენ, რომ სანქციების გახანგრძლივების საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ცნობისთვის, 14 დეკემბერს ევროკავშირის გადაწყვეტილებიტ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. სხვა შემთხვევაში სანქციების ვადა 2018 წლის იანვრის ბოლოს იწურებოდა. ამჟამად საუბარია რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების და იურიდიული პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და შემდეგ, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდინარე კონფლიქტის გამო დააწესეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)