|
2018-02-22 18:11:50, 2675 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი აშშ-ის სკოლებში მასწავლებლების შეიარაღების ინიციატივით გამოვიდა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფლორიდის შტატში, ქალაქ პარკლენდის სკოლაზე თავდასხმის დროს გადარჩენილებს შეხვდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სკოლებში მასობრივი ხოცვის პრევენციის მიზნით, მასწავლებლების შეიარაღების საკითხს განიხილავს. „რომელიმე სკოლაში, რომელსაც თავს დაესხნენ, მასწავლებელს იარაღი რომ ჰქონოდა, ის ბავშვების გადარჩენას მოახერხებდა. იარაღი ფარულად ატარონ. მასწავლებლები სპეციალური მომზადების კურსებს გაივლიდნენ. სკოლა აღარ იქნებოდა ის ადგილი, სადაც დამნაშავეები კლავენ ადამიანებს. საშუალოდ, ასეთი თავდასხმები 3 წუთს გრძელდება, ხოლო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 5-10 წუთში მიდის", - განაცხადა ტრამპმა. ასევე, მან შეხვედრის მონაწილეებს სკოლის დაცვის სამსახურში ყოფილი სამხედროების აყვანა შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ პარკლენდის სკოლაში მომხდარ ტრაგედიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა იარაღის აკრძალვის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)