14:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 17:56:41, 2081 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ფოსტის ახალი პროდუქტის „მალეო“-ს მიმართ მოთხოვნა რეგიონებიდან უკვე საკმაოდ მაღალია

„საქართველოს ფოსტამ“ ორი კვირის წინ საზოგადოებას ახალი პროდუქტი „მალეო“ წარუდგინა და დღეისათვის საიტზე უკვე დარეგისტრირებულია 1 200-მდე მომხმარებელი.

მათგან თითქმის 60% საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებელი გახლავთ, მათ შორის ისეთი მაღალმთიანი რეგიონებიდან როგორებიცაა მესტია, ქედა, ყაზბეგი და სხვა.

„ჩვენ ვამაყობთ პირველ ეტაპზე მიღწეული შედეგებით, ვინაიდან ამ პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ რეგიონებიდან მოსახლეობის ჩართულობა იყო, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ნდობისა და ინტერესისთვის. დღეს მივიღეთ პირველი ამანათები, რომელთა გატანასაც მომხმარებლები ხვალიდან შეძლებენ. „საქართველოს ფოსტა“ აფასებს თითოეული მომხმარებლის ნდობას და ჩვენ ყოველთვის გავამართლებთ მათ მოლოდინებს.“ - აცხადებენ კომპანიაში

„საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის „მალეო“-ს მეშვეობით, მომხმარებელს საშუალება აქვს ერთიანი პროდუქტის სახით მიიღოს სატერმინალო და საკურიერო მომსახურება საქართველოს ნებისმიერ წერტილში. „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის მიზანი გახლავთ ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ამისთვის შეიქმნა ქართული პორტალი maleo.ge, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შესაძლებელი გახდა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად ამანათების გამოწერა.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics