|
2018-02-21 16:54:46, 1377 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი - საზმაუმ უნდა დაგვანახოს რაში ვიხდით ფულს, თუ არადა ამ ფულით ბავშვების გამოკვება შეიძლება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი" "მაუწყებლობის შესახებ" კანონს, წარმოდგენილი ცვლილებებით მხარს არ დაუჭერს. როგორც ინაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღევანდელ რეალობას აცდენილია და მოსახლეობისთვის საინტერესო პროდუქტს არ ქმნის. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის თქმით, კანონში ცვლილებების მიღების შემთხვევაში მედია პლურალიზმს საფრთხე ემუქრება. მანვე დასძინა, რომ თუ მაუწყებელს კომერციული რეკლამების განთავსების შესაძლებლობა მიეცემა, ეს ბაზარზე ბალანს დაარღვევს და კომერციულ ტელეკომპანიებს საფრტხეს შეუქმნის. "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ წლების განმავლობაში სამწუხაროდ ვერ მოახერხა სათანადო პროდუქციის შექმნა, ვერ მოახერხა საზოგადოების პრობლემების ასახვა მის ეთერში. თუნდაც, ვერ მოახერხა კონკურენციის გაწევა სხვა ტელევიზიებთან და ვერ მოახერხა რეიტინგის მოპოვება. საზმაუ დღევანდელ რეალობას აცდენილია. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას განვითარებაში., აგრამ ჩვენ ვერ დავეხმარებით ამ ტელევიზიას განვითარებაში, იმ წარმოდგენილი ცვლილებით, რასაც გავეცანით. მინდა გამოვეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების ეპიზოდს. წარმოდგენილი ცვლილებების ავტორებს, ყველა მედია საშუალების წარმომადგენელი უსაბუთებდა, რომ ეს ცვლილებები ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირორბების დარღვევას გამოიწვევს. ყველას კარგად ესმის, არა მარტო ყოფილ ბიზნესმენებს, არამედ საშუალო სკოლის პირველ კლასელსაც კი, რომ როდსაც საზმაუს აქვს საბიუჯეტი დაფინანსება და პლიუს ეძლევა საშუალება შევიდეს სარეკლამო ბაზარზე და მოიპოვოს კომერციული რეკლამა - ეს მთლაიანად არღვევს ბალანს ბაზარზე, მყარდება დიქტატურა და სხვა არხებს განვითარების საშუალება ესპობათ. ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებელი ვიყავი თავის დროზე და ვიცი რა რთულია მოიპოვოს ტელვიზიამ რეკლამა. მოდი პირდაპირ ვთქვათ - მთელი მაფიოზური სქემაა. კერძო ტელევიზია ასეთ პირორბებში შეიძლება არ დაიხუროს, მაგრამ ის ვერ განვითარდება. 50 მილიონზე მეტი თანხა - ეს არის სერიოზული დაფინანსება ტელევიზიისთვის, რომელმაც პროდუქტი უნდა გვაჩვენოს და გვაჩვენოს რაში ვიხდით ხალხი ამ ფულს. წინააღმდეგ შემთხვევაში 50 მილიონით, ბავშვების გამოკვება შეუძლია სახელმწიფოს, რომელიც დღეს შიმშილობს. ამიტომ, იკომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, დაირღვას მედია პლურალიზმი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)