|
2015-05-15 15:24:36, 903 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, თბილისში კიდევ ერთი საწარმო შეიქმნება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი ქონება საწარმოს შესაქმნელად შპს „საქელექტროდს“ სიმბოლურ ფასად გადაეცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქუჩაზე მდებარე 1985.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომელთა საბაზრო ღირებულებაც 146 530 ლარია, კომპანიამ 1 ლარად მიიღო. სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, შპს „საქელექტროდის“ მიერ გადაცემულ ქონებაზე დაგეგმილია არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის საწარმო, სადაც დაახლოებით 30 ადამიანი დასაქმდება. კომპანია ამისთვის 879 180 ლარს დახარჯავს და წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს 45 ტონა ელექტროდის წარმოებას. აღსანიშნავია, რომ შპს „საქელექტროდის“ პროდუქციის ექსპორტი კავკასიის რეგიონშიც განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)