|
2018-02-21 10:49:14, 2522 ნახვა
მსოფლიო
აშშ სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, 1 თვის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰეზერ ნაუერტმა განაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფ აღმოსავლეთ ღუტაზე მორიგი იერიში მიიტანეს. სადამკვირვებლო ჯგუფების მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ღუტაში 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. "ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს გაეროს მოთხოვნას, ძალაში შევიდეს ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს აუცილებელია რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად და მშვიდობიანი მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰეზერ ნაუერტმა. ამ საკითხზე, მხარეების პოზიცია, ჯერჯერობით უცნობია. აღმოსავლეთ ღუტას ამბოხებულები აკონტროლებენ. უკვე ოთხი წელია ქალაქი ალყაში იმყოფება. გაერო-ს მონაცემებით, ტერიტორიაზე, სადაც 400 000 ადამიანი ცხოვრობს, უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)