|
2018-02-20 14:20:17, 1629 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ევროპაში მედიის მიერ ქართველების თემის წამოწევა, შეიძლება რუსული პროპაგანდის შედეგი იყოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის დედაქალაქებში კრიმინალის კუთხით, ქართველების თემის განსაკუთრებულად გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად რუსულ პროპაგანდას მიიჩნევს. როგორც მარგველაშვილმა თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, კრიმინალი ყველა სახელმწიფოშია და ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენად ორგანიზებულად აღკვეთენ მას: „ყველა სახელმწიფოში, ყველა ქვეყანაში, ყველგან არიან კრიმინალები. სახელმწიფოები განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით, რამდენად ორგანიზებულად პასუხობენ ისინი კრიმინალს და რამდენად ორგანიზებულად აღკვეთენ კრიმინალს.ამ თვალსაზრისით ძალიან აქტიურად მუშაობენ ჩვენი პოლიციის ატაშეები ყველა ევროპულ დედაქალაქში.დღეს ყველგან ვაშინგტონში, ევროპის დედაქალაქებში საუბრობენ რუსულ პროპაგანდაზე.რუსული პროპაგანდის შედეგია, როდესაც საქართველოში საუბრობენ, რომ ევროპა ქართველობას წაგვართმევს, რუსული პროპაგანდის შედეგი შეიძლება იყოს რიგ შემთხვევეში, როდესაც ევროპის დედაქალაქებში სწორედ ქართველების მიმართ მედია არის განსაკუთრებით მობილიზებული და ქართველების თემას განსაკუთრებით წამოწევს“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)