|
2018-02-20 12:49:54, 1474 ნახვა
კომენტარი
კალაძე გუდიაშვილის სკვერზე: არ დაიჯეროთ, არანაირ ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმება არ ხდება
თბილისის მერი კახი კალაძე სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების გაფორმება ტენდერის გარეშე ხელისუფლებისთვის სასურველ კომპანიასთან იგეგმება. კალაძის თქმით, საქმე ეხება გამარტივებულ შესყიდვას, რომლის ფარგლებშიც ხდება რამდენიმე კომპანიის შერჩევა და რომელიმე ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმება სიმართლეს არ შეესაბამება: „ეს არის ტყუილი,არ დაიჯეროთ, არის ძალიან დიდი სიცრუე, არანაირად ერთ პირთან არ ფორმდება. ეს არის გამარტივებული შესყიდვა. ეს ახალი არ არის და მე არ მომიგონია. გამარტივებული შესყიდვის დროს, ხდება წინადადების დაგზავნა ბევრ კომპანიასთან, ასევე სამსახური აკეთებს ექსპერტიზას, თუ რა ფასები უნდა იყოს დაახლოებით და შესაბამისად ხდება რამოდენიმე კომპანიის შერჩევა. ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, ვისაც უმუშავია ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაზე და ა.შ. არანაირ ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმება არ ხდება.ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე.დღეს ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში.მაშინ, როდესაც მედია არის თავისუფალი და უამრავი შესაძლებლობებია იმისა, რომ ადამიანებს სხვადასხვა ფორმით მივაწოდოთ ინფორმაცია“,-განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)