|
2018-02-20 12:34:15, 1890 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი ანა დოლიძეზე: ვისურვებდი, რაც შეიძლება მალე დაასრულოს წუწუნის პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სასურველი იქნება, რომ საბჭოს წევრებს მიეცეთ საშუალება, უფრო ჯანსაღ გარემოში, მუდმივი დამსწრეების გარეშე იმუშაონ. "ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელმა რაც შეიძლება მალე დაასრულოს ის წუწუნის პოლიტიკა, რომელსაც მას შემდეგ ატარებს, რაც წევრი გახდა. ხოლო საბჭოს სხვა წევრებმა, რომლებიც მართლმსაჯულებას წარმოადგენენ, როგორმე მიიღონ მათაც ის აზრი, რომ აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს საბჭოში, ისე რომ ეს მუდმივად სკანდალის ფორმით არ გამოდიოდეს საბჭოს გარეთ. ასევე სასურველი იქნება, რომ საბჭოს, იქნება ეს ქალბატონი ანა თუ საბჭოს სხვა წევრები, მიეცეთ საშუალება უფრო ჯანსაღ გარემოში იმუშაონ, მუდმივი დამსწრეების გარეშე. ჩემთვის ეს გარეშე დამსწრეების თემა იყო მუდმივად წუხულის ამბავი. როდესაც სხდომა არის სამუშაო რეჟიმში, იქ სამუშაო რეჟიმია, როგორც კი, სხდომა მუდმივად არის ღია, რა თქმა უნდა სამუშაო გარემოს შექმნა არის რთული", - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)