|
2018-02-19 18:45:06, 1688 ნახვა
კომენტარი
ჩაბუქი: დღეს მე თავისუფალი ვარ და ჩემი ექსტრადირება აღარ უნდა მოხდეს
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი აცხადებს, რომ ის ტერორისტული ორგანიზაციის წევრი არასდროს ყოფილა. როგორც ჩაბუქმა "კურიერის" ეთერში განაცხადა, ის მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს არ იცნობს. „თურმე მე გახლავართ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, ეს რა თქმა უნდა, აბსურდია. ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არ მქონია რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან შეხება. რაც შეეხება, ფეთჰულა გიულენს, მას პირადად არ ვიცნობ და მასთან არასდროს არ მქონია კომუნიკაცია. ჩვენს სკოლებთან მას არც ფინანსური და არც სხვა რაიმე კავშირი არ აქვს და ეს გამორიცხულია, რადგან ეს არის ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები", - განაცხადა ჩაბუქმა. ამასთან, ჩაბუქისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიანიჭა საქართველომ მას დევნილის სტატუსი. „ბევრ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგალითად, იმაზე, თუ რატომ არ მომცა საქართველომ დევნილის სტატუსი. ბევრი საუბარი მესმის ამ დრომდე იმაზე, რომ თურქეთიდან არის წნეხი. როდესაც ჩემს საქმეს შევხედე თავისუფლად ვთქვი, რომ პოლიტიკურად ვიდევნები, არადა, უბრალო მასწავლებელი ვარ, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. ასე, გამოდის, რომ საქართველომ ანკარას თხოვნა შეუსრულა. დღეს მე თავისუფალი ვარ და აღარ უნდა მოხდეს ჩემი ექსტრადირება“, - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)