|
2018-02-19 14:34:08, 1946 ნახვა
კომენტარი
მუსტაფა ჩაბუქი: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილმა მენეჯერმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ჩაბუქმა აღნიშნა, ის არის განათლებაზე შეყვარებული მასწავლებელი და ყოველთვის ტერორიზმის წინააღმდეგი იყო. მისი თქმით, საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს იმ პრინციპით, რომ ბავშვებში სიყვარული, მშვიდობა და მეგობრობა ჩანერგოს. ამასთან, ჩაბუქის განცხადებით, მისი პროექტები და ზოგადად მოღვაწეობა საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად განათლების სამინისტროს მხრიდან დადებითად ფასდებოდა. „ყოველთვის ჩემი პროექტები და მოღვაწეობა დადებითად ფასდებოდა მთავრობისგან, განათლების სამინისტროსგან. ლეგალურად თუ არალეგალურად, მე ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები ვერც ერთი ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“, - განაცხადა ჩაბუქმა. ჩაბუქმა ყველა იმ ადამინს, რომელიც მას მხარს უჭერდა, მადლობა გადაუხდა. მანვე აღნიშნა, რომ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ისაუბრებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)