20:37 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 12:39:05, 1943 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: დღეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას

დღეს არ დგას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

როგორც საგარეო მინისტრმა განმარტა, კითხვები თავშესაფრის მოთხოვნის მზარდი სტატისტიკის შედეგია. 

"საქართველო ბევრმა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ უკვე აღიარა უსაფრთხო ქვეყნად ადამიანის უფლებების და თავისუფლების კუთხით. ასეთი 6 ქვეყანაა. შესაბამისად თავშესაფრის მოთხოვნა არის ხშირ შემთხვევაში არალეგიტიმური და არ კმაყოფილდება. დღეს არ დგას საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ დროულად, ერთობლივად ვუპასუხებთ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics