|
2018-02-17 13:17:13, 2413 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის პროკურატურა შაქრო კალაშოვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს
რუსეთის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, "კრიმინალურ ავტორიტეტს" ზაქარია კალაშოვს, იგივე „შაქრო მალადოის“ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საქმე შაქრო კალაშოვის მიერ განხორციელებულ გამოძალვის ფაქტებს ეხება. მედიის ცნობით, ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა კალაშოვმა ჯარიმის სახით 700 000 რუბლი გადაიხადოს. სულ გამოძალვის საქმეში 14 ადამიანი ფიგურირებს. მათ ბრალი უკვე წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ ორს ბრალი სიკვდილის შემდეგ წარედგინა. დარჩენილი 12 ბრალდებულისთის პროკურატურა 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. კალაშოვი ბრალს არ აღიარებს. იგი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში 2016 წლის ზაფხულიდან იმყოფება. გამოძიებით დადგინდა, რომ საქმეში გამოძალვის ორი ეპიზოდი ფიგურირებს. გამოძალვის ერთი ფაქტი ეხება რესტორან Elements-ის მფლობელ ჟანა კიმის, ხოლო მეორე ბიზნესმენ ლევ გარამოვს. კალაშოვი ჟანა კიმისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით 2016 წლის 13 ივლისს დააპატიმრეს. 2015 წლის დეკემბერში „საქმის გარჩევის“ დროს რესტორან Elements-თან სროლა მოხდა, რა დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული პირები ასევე დაჯგუფების წევრები იყვნენ. გამოძიების ვერსიით, ყველა დამნაშავე შაქრო კალაშოვის მეთაურობით მოქმედებდა. პროკურატურის ინფორმაციით, კალაშოვი დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაური 2013 წელს, ე.წ. კანონიერი ქურდის ასლან უსოიანის, იგივე „დედ ჰასანის“ გარდაცვალების შემდეგ გახდა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, შაქრო კალაშოვი ასევე ე.წ. ობშიაკს აგროვებდა, სადაც დაჯგუფების სხვა წევრები ფულს რიცხავდნენ.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)