|
2018-02-16 15:59:41, 1532 ნახვა
კომენტარი
კილაძე: პარლამენტი შეურაცხყოფის მიყენების ასპარეზად არ უნდა იქცეს - ამას ყველა ჟურნალისტი არ ითვალისწინებს
„მსგავსი ქმედება არის ყოვლად გაუმართლებელი და პარლამენტის ინსტიტუციის უპატივცემულობის პირდაპირი დემონსტრირება“,- ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. კილაძე პარლამენტის თავმჯდომარის მედიაორგანიზაციებთან შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დესტრუქციული ქმედება დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია. "ასეთი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, მსგავსი ქმედება არის ყოვლად გაუმართლებელი დაპარლამენტის ინსტიტუციის უპატივცემულობის პირდაპირი დემონსტრირება. პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი აზრი, მათ შორის კრიტიკული, თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არუნდა იქცეს შეურაცხყოფის მიყენების ასპარეზედ. ძალიან სამწუხაროა, როცა ამას ყველა ჟურნალისტი სათანადოდ ვერ აფასებს და ითვალისწინებს“,-განაცხადა კილაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)