|
2015-05-15 12:35:29, 749 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურსა და იაპონიის ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს იშუ სუგავარასთან გამართულ შეხვედრაზე. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ საგრანტო დახმარებისთვის, რომელსაც იაპონიის მთავრობა ყოველწლიურად უწევს საქართველოს მთავრობას იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. „გვინდა მივულოცოთ ქვეყნის მთავრობას და მოსახლეობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის საქართველოში გამართვა“, - განაცხადა იაპონიის ფინანსთა სახელმწიფო მინისტრმა, რომელიც თბილისს სწორედ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ეწვია. იშუ სუგავარას თქმით, სამომავლოდ განიხილება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის იაპონიის მხრიდან დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხი. ასევე იგეგმება, კახეთსა და იაპონიის ერთ-ერთ ღვინის მწარმოებელ რეგიონს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)