19:46 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 18:12:08, 1641 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ჩემი პირადი პოზიციაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტო უნდა დავძლიოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მომხრეა.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე იქნება მიღებული.

“ყველა ვხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ პოლიტიკურ შტურმს. ამას რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარებას თუ გავაუმჯობესებთ, თორემ იქ ვითარების გაუარესება შეუძლებელია. წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაზე, რომ ნულოვანი რეიტინგი დაწერილიყო და ამას ყველა გულგრილად უყურებდა, მათ შორის ის ადამიანები, რომლებსაც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი მიტანილი აქვთ. გვინდა, ჩვენი მოქალაქეების ფული, ათეულობით მილიონი მიზნობრივად დაიხარჯოს და იმას მოემსახუროს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა შეინარჩუნოს შეიძინოს. ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება. ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება სწორედ ეს ცვლილებებია. ამ თემაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ დღეს ჩემი არგუმენტების სისწორეში დავრწმუნდი. ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, რომ იმ ცვლილებების შედეგად კერძო მაუწყებლებს ზიანი არ მიადგებათ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე ვეტო დავძლიოთ და თავდაპირველი კანონპროექტი უნდა მივიღოთ, თუმცა საკითხზე უმრავლესობის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ”, – განაცხადა კობახიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics