|
2018-02-15 20:38:36, 4091 ნახვა
სპეციალური ანონსი
16 თებერვლის ანონსი
16 თებერვალს 10:30 საათზე, „თბილისი მარიოტში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართება. 16 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს. 16 იანვარს, 11:00 საათზე, საია საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. საკითხი ეხება საქართველოს პროკურატურისა და საჯარო სამსახურის ბიუროდან იმ თანამდებობის პირების ჩამონათვალის მოწოდებას, რომელთა მიმართაც დაწყებულია გამოძიება ქონებრივ დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
16 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსის“ „გარდენ ჰოლში“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის, მიღწევებისა და შედეგების პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი. 16 თებერვალს, 16:45 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდება. 16 თებერვალს, 17:00 საათზე, Fabrika-ში Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award. პროგრამის პარტნიორი უკვე მეორე წელია საქართველოს ბანკია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)