|
2018-02-15 13:48:45, 1677 ნახვა
კომენტარი
სუბარი: ნებისმიერი დამნაშავე, იქნება ეს ვინმე ლავას ოღლი, თუ ვინმე სააკაშვილი, ერთ მშვენიერ დღეს პასუხს აგებს
"ჩემი პოზიცია არის ძალიან მარტივი - ნებისმიერი დამნაშავე, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოს, იქნება ეს ვინმე ლავას ოღლი, თუ ვინმე სააკაშვილი, ერთ მშვენიერ დღეს ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე”,-ასე გამოეხმაურა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჰოლანდიიდან საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხს. „წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ეს დღე დადგება და როდის მოხდება ეგ, არ ვიცი", - აღნიშნა სუბარმა. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ამ დროისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰოლანდიაში იმყოფება. როგორც ის აცხადებს, ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)