20:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 17:50:10, 2405 ნახვა

კომენტარი
დოდო გუგეშაშვილი: ვინმესთვის რომ შვილი მომეკლა, ვიტყოდი, ღმერთმა მომიზღო-მეთქი

პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობა პოლიტიკას არ უკავშირდება.

„ ეს არ ეხება პოლიტიკას, მე არ შემიძლია სპეკულაციები. ვინმესთვის რომ შვილი მომეკლა, ვიტყოდი, ღმერთმა მომიზღო-მეთქი“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა ძმის სახლში, სადაც მისი შვილის ცხედარია დასვენებული.

გუგეგაშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ დღეს შეატყობინეს. ის ღუდუშაურის საავადმყოფოდან ძმის სახლში ცოტა ხნის წინ რეანომობილით გადაიყვანეს. მას თან ექიმები ახლავს.

გუგეგაშაშვილს დღეს საავადმყოფოში დააბრუნებენ, ხვალ კი შვილის დაკრძალვას დაესწრება.

შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმა  7 თებერვალს მოხდა. შედეგად მოკლულია  ნოდარ გუგეშაშვილი, ხოლო დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics