19:46 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 14:39:30, 1801 ნახვა

კომენტარი
ექიმი: დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის ნიკოლოზ ქაცივაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, გონზეა, კონტაქტურია და ადეკვატურია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამჟამად სტაბილურია. ის დელიკატური საკითხი და ემოციური ფონი, რაც შეიძლება დაღუპული შვილის თემის განხილვას ახლდეს, ყველა სახის ქმედება რაღაც სახის რისკებს ბუნებრივია, უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მზად ამისთვის“, - განაცხადა ექიმმა.

მანვე აღნიშნა, რომ გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სახლში გადაყვანა, სადაც ნოდარ გუგეშაშვილია დასვენებული, შესაძლებელია. ამასთან,  მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა, რომ მისი საავადმყოფოდან გაყვანის საჭიროება არ დამდგარიყო.

„ჩვენ უფრო დამშვიდებულები ვიქნებოდით, რომ ეს საჭირო არ ყოფილიყო“, - განაცხადა ნიკოლოზ ქაცარავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics