|
2018-02-14 13:25:28, 1659 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: იმედია, კომიტეტები სიღრმისეულად განიხილავენ პრეზიდენტის ვეტოს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს საპარლამენტო კომიტეტები "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სიღრმისეულად განიხილავენ და საქმიანი დისკუსიის შედეგად სწორ გადაწყვეტილებამდე მივლენ. ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობს, რომელიც "მაუწყებლის შესახებ კანონსა" და "შესყიდვების კანონში" შეტანილ ცვლილებებს შეეხება. "დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი, ძლიერი და პროფესიონალური საზოგადოებრივი მაუწყებელი და ძლიერი კომერციული მედიასაშუალებები. სამწუხაროდ, ეს კანონი ვერ მოაგვარებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ,"საზოგადოებრივი მაუწყებელი" დგას, პირიქით, ამ კანონმა შეიძლება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" იდეა და არსი", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. მისი განცხადებით, ეს კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სხვა მედიასაშუალებებს, ასევე ქმნის სერიოზული კორუფციის რისკებსაც. "ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო და ძალიან ფართო კონსენსუსს სხვადასხვა აქტორებს შორის, ეს არის თავად კომიტეტი, რომელმაც არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს, სხვადასხვა პლატფორმაზე მდგარი და სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოება, საექსპერტო წრეები, რომელთა კონსენსუსსაც ასახავს პრეზიდენტის ვეტო", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, უპრეცედენტოა ეს კონსენსუსი და ძალიან ფართო სპექტრი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისა, თუ ადამიანებისა თანხმდება იმაზე, რომ ეს კანონი პრობლემურია და თანხმდება ასევე არგუმენტებზე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სურათი არის საკმაოდ ნათელი. "დღეს ჩვენ შესყიდვების ნაწილზეც გვექნება კომიტეტში სიღრმისეული განხილვა და კომიტეტის წვერები დარწმუნდებიან, რაოდენ საფრთხის შემცველია მოცემული კანონპროექტის კანონად გადაქცევა", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)