19:03 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 14:05:56, 1827 ნახვა

კომენტარი
კილაძე სააკაშვილზე: უკრაინის უფლებაა გადაწყვიტოს, რა ქმედებებს განახორციელებს კონკრეტული პირის მიმართ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციიას უკრაინის შიდა საქმედ აფასებს. 

როგორც კილაძემ აღნიშნა, საქართველო უკრაინის სუვერენული უფლების გამოყენებაში ვერ ჩაერევა.

"ფაქტი ისაა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი სუვერენული უფლებიდან გამომდინარე, რა ქმედებებს განახორციელებს კონკრეტული პირის მიმართ. ასე ჩათვალა ამ შემთხვევაში ამ ქვეყანამ, როგორც მოხდა პოლონეთში.  ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენ ნამდვილად ვერ ჩავერევით", - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics