16:15 - 27 May, 2026
|
2018-02-06 18:14:28, 3039 ნახვა
მსოფლიო
კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი „გეგა ოზურგეთსკი“ უკრაინიდან გააძევა (ვიდეო)
კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი „გეგა ოზურგეთსკი” დააკავა და უკრაინიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს კომუნიკაციის განყოფილება ავრცელებს. „42 წლის ქართველი საბერძნეთში ცხოვრობს, სადაც ის 2014 წელს „ქურდად აკურთხეს“. უკრაინის ტერიტორიაზე, ოდესაში ის 2017 წელს შემოვიდა, შემდეგ კი კიევში გადმოსახლდა“, - განაცხადა კიევში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ. უწყების ცნობით ე.წ კანონიერი ქურდის ნამდვილი სახელი გიორგი მოდებაძეა. მათი ინფორმაციით, მოდებაძე ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების მართვას და სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან გავლენის სფეროების გადანაწილებას გეგმავდა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)