17:12 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 14:06:53, 1497 ნახვა

კომენტარი
კახიძე: იმედია, სასამართლო ჩაბუქის საქმეს გულდასმით შეისწავლის და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს

„იმედია, სასამართლო მუსტაფა ჩაბუქის საქმეს გულდასმით შეისწავლის და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ განაცხადა.

კახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს.

,,მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით იმედს გამოვთქვამ, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტებით. აღნიშნულ საქმეს შეისწავლის გულდასმით და  ისე გამოიტანს გადაწყვეტილებას. თუ არ აღმოჩნდა ასე და მართლმსაჯულება ვერ პასუხობს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს, ადვოკატს ექნება შესაძლებლობა  მიმართოს ევროპულ სასამართლოს და  დროებითი გამოძიების გამოყენება მოითხოვოს“, - განაცხადა ოთო კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics