|
2015-05-14 12:55:25, 797 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს რესურსი, ვიყოთ რეგიონალური ჰაბი
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მხოლოდ ტრანზიტისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ ღარიბაშვილმა EBRD–ის შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „ჩვენი ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობით სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც ენერგეტიკული და სატრანზიტო ჰაბი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ტრანზიტისთვის. ჩვენ გვაქვს რესურსი, ვიყოთ რეგიონალური ჰაბი. აქ შექმნილია სათანადო გარემო საერთაშორისო კომპანიების განთავსებისთვის და რეგიონალური საფინანსო ცენტრების ჩამოყალიბებისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის შეფასებით, საქართველო ელექტროენერგიის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველი ქვეყანაა. „საქართველო გახლავთ ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ამ სფეროში ინვესტიციების განსახორიცელებლად მიმზიდველი ქვეყანა. თუ გავითვალისწინებთ იმ მაღალ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავისი უნიკალური ბუნებრივი რესურსებით აქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)