|
2018-02-02 19:27:35, 2438 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ლოგისტიკური ცენტრების განვითარებით 800-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
„თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკურ ცენტრებში ჯამურად 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ქვეყანა დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მიიღებს“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტზე შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის პირველი სხდომის შემდეგ გაიმართა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. სამინისტროს ცნობით, სხდომაზე გაიხსნა წინადადებათა ხუთი პაკეტი, რომლის თანახმადაც საქართველოს ორ უმსხვილეს ქალაქში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე განაცხადი ხუთმა კომპანიამ შეიტანა. „თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან: 1. China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი) 2. Kolin Insaat A.S. (თურქეთი) 3. Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი) 4. Medlog S.A. (შვეიცარია) 5. Ltd Murphy Kazbegi LLC (საქართველო), Murphy Shipping and commercial Services Azerbaijan (აზერბაიჯანი) ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან: 1. China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი) 2. Kolin Insaat A.S. (თურქეთი) 3. Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი)“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, განაცხადებში ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ წარმომდგენებს მიეცემათ გონივრული ვადა გამოსასწორებლად. პირველადი წინადადებების შესწავლის შემდეგ. კომისია ე.წ. „მოკლე სიას" შეადგენს. მასში შემავალ კომპანიებს დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენის შესახებ (RFP). გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება 2018 წლის განმავლობაში. მშენებლობა საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოწერიდან, 18 თვეში უნდა დაიწყოს. თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა 5 წელიწადში უნდა დასრულდეს, თუმცა ცენტრები ფუნქციონირებას პირველივე ეტაპზე, პირველივე წელს უნდა შეუდგნენ.
(NS)
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)