|
2018-02-02 11:53:41, 1561 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ავტომანქანები მინისტრთა კაბინეტისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა გადავწყვიტეთ, 96-ვე საპატრულო პოლიციისთვის გადაგვეცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის მთავრობასა და კორპორაცია „მიცუბიშს“ 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომანქანის გადმოცემისთვის მადლობას უხდის. კვირიკაშვილის განმარტებით, ავტომობილები მთლიანად მინისტრთა კაბინეტისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 96-ივე პოლიციას გადასცემოდა. კვირიკაშვილის განმარტებით, სწორედ პოლიციის წარმატებაზეა დამოკიდებული დიდწილად ქვეყნის წარმატება და უსაფრთხოება: „გასულ კვირიაში იაპონია ძალიან აქტუალური იყო საქართველოში, ამისთვის გქვონდა 2 მიზეზი, ერთი-ლევან გორგაძემ მოიპოვა იაპონიის იმპერატორის თასი და ძალიან გამიხარდა, როდესაც იაპონიის ელჩმა პირველმა მომილოცა ეს წარმატება. დიდი მადლობა, ბატონო ელჩო, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა, ასევე აქტუალურია იაპონია ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რისთვისაც ჩვენ შევიკრიბეთ დღეს. მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კორპორაცია „მიცუბიშის“ ამ ძალიან მაგარი საჩუქრისთვის, ეს გახლავთ 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომანქანა პატრულისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ავტოპარკის განახლების კუთხითაც და ახალი სტანდარტის დამკვიდრების კუთხითაც, საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება გახლავთ ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი.ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ეს გახლავთ ავტომანქანების ტექნიკური ისნპექტირების დაწყება. ეს გახლავთ დაბეგვრის კუთხით შეღავათიანი დასაბეგრი რეჟიმი ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებზე, ელექტროავტომანქანების იმპორტი მთლიანად გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, ხოლო ჰიბრიდულ ავტომანქანებზე 60%-ით შევამცირეთ დასაბეგრი განაკვეთები. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ავტომანქანების 35-40% სწორედ ჰიბრიდულ მანქანებს უკავია და, რა თქმა უნდა, ეკოლოგიაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია და ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ეს ავტომანანქები თავდაპირველად განკუთვნილი იყო მთლიანად მინისტრთა კაბინეტისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც დავსვი საკითხი, მოდით, მივიღოთ გადაწყვეტილება და მთლიანად ეს ნაჩუქარი 96 ავტომობილი გადავცეთ საპუტრულო პოლიციას, იყო სრული მხარდაჭერა მინისტრთა კაბინეტში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სწორედ საპატრულო პოლიცია იყოს პიონერი ასეთი სიახლეების დანერგვისა ჩვენს ქვეყანაში. პოლიციაში ბევრი სიახლე ინერგება და ძალიან საინტერესო გეგმებია, მინდა, მინისტრს წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში. პოლიციის წარმატებაზეა დიდწილად დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოვხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრიგს, ჩვენი მოქალაეების უსაფრთხოებას და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)