14:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 18:47:23, 1769 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში ჩაერთვება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში ჩართვას აპირებს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სამსახურის შექმნასა და მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

"გვაქვს შეკითხვები, რამდენად მოხდება ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც ჩვენ გვრჩება საპროკურორო ზედამხედველობა ინსპექტორის საქმიანობაზე გამოძიების მიმდინარეობის დროს. თუმცა ჩვენ გვჭირდება გვქონდეს ნამდვილად დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი. სახალხო დამცველი აუცილებლად ჩაერთვება ამ პროცესში და გვექნება შესაბამისი შენიშვნები და რეკომენდაციები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, პოლიციელთა გადაცდომების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნება, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics