|
2018-01-31 17:59:30, 1802 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი: 12-14 წლამდე ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, უბრალოდ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ
„რეფერირების სისტემა დარჩა ყურადღების გარეშე და 12-14 წლამდე ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, უბრალოდ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვერ შემცირდება არასრულწლოვანთა ასაკი, რომელთაც დანაშაულის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ეხებათ 14 წლის ასაკის ზემოთ. პრობლემა არის ის, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვები სამწუხაროდ აღმოჩნდნენ იურიდიული ჩარჩოს მიღმა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ასაკის ჩამოწევაზე საუბარი ვერ იქნება და არ იქნება - ეს არის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეფერირების სისტემა დარჩა ყურადღების გარეშე და 12-14 წლამდე ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, უბრალოდ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურების და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა“, - განაცხადა შს მინისტრმა. გახარიამ სამინისტროს ერთობლივ სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საჭიროა არასრულწლოვნებისთვის კიდევ ერთი დაწესებულება გაიხსნას. „პირველ რიგში, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობა, რამეთუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არის ერთმნიშვნელოვნად წამყვანი როლის და ფუნქციის მატარებელი. ფაქტობრივად რეფერირების კომისია ამ უყურადღებობის გამო უფუნქციოდ არის დატოვებული, ისევე როგორც სპეციალური დაწესებულება, რომელიც არის სამტრედიაში. მისი ინფრასტრუქტურაც ვერ უძლებს კრიტიკას. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფერირების სისტემაზე მსჯელობა დღეს ამ კომისიაზეც იქნება. შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები ერთობლივად იმსჯელებენ არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით. მსჯელობა შეეხება როგორც რეფერირების სისტემას, ასევე, მანდატურის სისტემის ეფექტიანობის გაზრდას და რა თქმა უნდა, ეს არის კომპლექსური მიდგომა. საჭიროა რეფერირების სისტემის და კომისიის დახვეწა, ასევე ინფრასტრუქტურა. არა მხოლოდ სამტრედიის დაწესებულება, არამედ, როგორც მინიმუმ კიდევ ერთი დაწესებულება დაგვჭირდება აღმოსავლეთ საქართველოში და ეს უნდა იყოს მოკლე პერიოდში, სერიოზული მსჯელობის საგანი. საკითხი ეხება ბავშვებს, რომელიც ჩვენი მომავალია და მათი უყურადღებოდ დატოვება არის დიდი პასუხისმგებლობის თემა. ყველა სახელმწიფო ორგანომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად უნდა იმუშაონ“, - განაცხადა გახარიამ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)