|
2018-01-30 18:01:41, 1682 ნახვა
კომენტარი
ნინო ჯავავახაძე: საზოგადოებასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ნდობა უნდა აღდგეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე 2017 წლის დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, 2016 წელთან შედარებით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მცირედით შემცირებულია (2016 წელს 57%-ს შეადგენდა). თუმცა, ჯავახაძე მიიჩნევს, რომ ეს არა დაბალი, არამედ საშუალო მაჩვენებელია. ამასთან, „იმედის“ ეთერში მინისტრის მოადგილემ გაზრდილ დანაშაულთა მიზეზებზეც ისაუბრა: რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ის, რომ მაჩვენებელი დანაშაულის გაზრდილია,მთელ რიგ მუხლებში შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს, მაგალითისთვის მოვიყვან ოჯახში ძალადობის მუხლს,სადაც რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი გვაქვს გაზრდილი, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ დანაშაულის მაჩვენებელია გაზრდილი, გაზრდილია მიმართვიანობა.მსხვერპლი ახლა უფრო მოწადინებულია, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და იმედი აქვს, რომ ეს დანაშაული იქნება გაზრდილი. ანალოგიური შეიძლება ითქვას ტრეფიკინგის და მუქარის მუხლებზე“,-განაცხადა ნინო ჯავახაძემ. რაც შეეხება ქურდობისა და გამოძალვის მუხლებს, ჯავახაძის თქმით, ამ მხრივ მდგომარეობა საყურადღებოა. „მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიეცეს და შესაბამისი ქმედებები უნდა გატარდეს. გრძელვადიან პერიოდში სწორედ რეფორმის გზით არის შესაძლებელი უსაფრთხო გარემოს შექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის.მოკლევადიან პერიოდში ჩვენი სტრატეგია იქნება, რომ ვიქნებით მაქსიმალურად მკაცრნი და თანმიმდევრულნი კრიმინალთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“,-აღნიშნა ნინო ჯავახაძემ და დასძინა, რომ როცა საუბარია დანაშაულის გახსნაზე, მნიშვნელოვანია, თავად საზოგადოებაც ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან. „ეს პრობლემაა, ამაზეც არის სამუშაო, რომ აღდგეს ნდობა საზოგადოებასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის.მნიშვნელოვანია, თავად საზოგადოებამაც ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან, თავად საზოგადოებამაც გაიაზროს, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პოლიციასთან, რომ დანაშაული გაიხსნას. სამწუხაროდ, რამდენიმე გახმაურებული საქმე იყო ბოლო პერიოდში, იყო მძიმე დანაშაულები, რომელსაც არაერთი მოწმე ჰყავდა, თუმცა არც ერთმა, ან მხოლოდ მცირე პროცენტმა ითანამშრომლა გამოძიებასთან“,-განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, შსს დანაშაულის სტატისტიკას 2018 წლის მარტის ჩათვლით ყოველთვიურად გამოაქვეყნებს, შემდეგ კვარტალურად დეტალურად ჩაშლილი მუხლების მიხედვით, ასევე საზოგადოებას ყოველწლიური სტატისტიკაც წარედგინება.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)