03:55 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-27 16:14:12, 1190 ნახვა

რეგიონი
„სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის ჯარის შემადგენლობაში შესვლის მიზეზებზე საუბრობენ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მარია კოტაევას განცხადებით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის თავდაცვითი შეთანხმება მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული შეთანხმების ნაწილია.

ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს.

როგორც კოტაევამ აღნიშნა, გასულ წელს დოკუმენტის რატიფიცირებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოებები. ისმოდა მუქარის შემცველი ლოზუნგები, თითქოს, ეს შეთანხმება ჩვენი არმიისა და თავდაცვის სამინისტროს სრულ ლიკვიდაციას გამოიწვევდა და რომ საფრთხის შემთხვევაში არავინ გვეყოლებოდა, ვინც ჩვენს სამშობლოს დაიცავდა. ვიმეორებ, ეს შეთანხმება არ ითვალისწინებს ჩვენი არმიის ლიკვიდაციას. ის რომ ცალკეული ქვედანაყოფები გადადიან რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზაზე, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამხედრო სამსახურს უკეთეს პირობებში გაივლიან, სადაც უფრო მაღალი დონის მატერიალური და სოციალური უზრუნველყოფა ექნებათ“, - აცხადებს მარია კოტაევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics