13:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 13:06:42, 1917 ნახვა

სამართალი
გახარია: როდესაც პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ექნება ადგილი, ორჯერ უფრო მომთხოვნი ვიქნებით

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ დადგინდა, რომ შსს-ს თანამშრომლებმა დანაშაული ჩაიდინეს, შესაბამისი რეაგირება მოხდება.

"ყველგან სადაც პოლიციელის ღირსება, ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ჩვენ ვიქნებით პრინციპული. ასევე, როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება მისი უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი. ჩვენ დაველოდებით პროკურატურის გამოძიების დასრულებას. თუ დადგინდა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს დანაშაული ან გადაამეტეს უფლებამოსილებას ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ „ბახალას“ მიმართ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics